პირველი არხის ოპერატორს პოლიციამ გადაღება შეეწყვიტა მოსთხოვა, შემდეგ კი სცემეს - საზოგადოებრივი მაუწყებელი

21 ივნისი 2019, 08:27 2711 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, პოლიციამ თბილისში, ფილარომონიის მიმდებარედ მათი  ჟურნალისტი პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს სცემა და დააკავა.

მაუწყებლის ოპერატორი არხთან საუბრისას ყვება, პოლიცია ერთ-ერთ სადარბაზოსთან აქციის მონაწილეების ნაწილს აკავებდა, რასაც მუხიგულაშვილი იღებდა.

"პოლიციამ მოსთხოვა მას, ნუ იღებდა მიმდინარე მოვლენებს. ნიკამ უთხრა, რომ ჟურნალისტი იყო, აჩვენა ჟურნალისტის დამადასტურებელი მოწმობაც, თუმცა პოლიციამ მას სცემა და მოგვიანებით კი დააკავა", — ამბობს არხის ოპერატორი, რომელიც ჟურნალისტთან ერთად იმყოფებოდა.

მათივე ინფორმაციით, ოპერატორს კამერა წაართვეს და დაუმტვრიეს.

შს სამინისტროში ფაქტზე განმარტებები ჯერ არ გაკეთებულა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში