მივიღეთ რევანშს მოწყურებული, დესტრუქციული პოლიტიკური ლიდერების ორგანიზებული ძალადობა - პრემიერი 

21 ივნისი 2019, 05:48 1733 ნახვა

"რევანშისტული ოპოზიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მათ შტურმი მიიტანეს საქართველოს პარლამენტზე და მთელმა საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში იხილა, როგორ იძალადეს ჩვენც პოლიციელებზე. შედეგად შეიქმნა ვითარება, რომელიც გაცდა დღის პირველ ნახევარში განვითარებული მოვლენებით გამოწვეულ სამართლიან რეაქციას და მივიღეთ რევანშს მოწყურებული, დესტრუქციული პოლიტიკური ლიდერების მიერ ორგანიზებული ძალადობა. სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ოპოზიციის მიერ ინსპირირებული დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ ჩვენი მოქალაქეები და პოლიციელები", — თქვა პრემიერმა.

მისი განცხადებით, ხალხის პროტესტით დესტრუქციულმა ძალამ ისარგებლა და ეს პროტესტი პოლიტიკურად გამოიყენა.

ბახტაძის თქმით, მათ იძალადეს პოლიციელებზე.

პრემიერი ამბობს, რომ  "ყველა, ვისმა ქმედებებმაც შექმნა ეს ვითარება, პასუხს აგებს, ხელისუფლება კი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას დაიცავს''. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში