ზოომაღაზია რუსულ პროდუქტს თაროებიდან ხსნის და მის გაყიდვაზე უარს ამბობს

21 ივნისი 2019, 12:04 3379 ნახვა

ქართულმა მაღაზიათა ქსელმა, რომელიც შინაური ცხოველების საკვების რეალიზაციას ეწევა, რუსული პროდუქციის გაყიდვაზე უარი განაცხადა. 

განცხადება კომპანიამ სოციალურ ქსელში გააკეთა. 

"ძვირფასო მომხმარებლებო,  გატყობინებთ, რომ მივიღეთ ძალიან დაგვიანებული, მაგრამ ჩვენი აზრით სწორი გადაწყვეტილება. დღეს, 21 ივნისს თაროებიდან მოიხსნება და ზოომარტის ქსელში აღარ გაიყიდება რუსული პროდუქცია, ჯამში 50-მდე დასახელების პროდუქტი. მათ შორის შვეიცარული Mars-ის რუსეთში წარმოებული ბრენდები: Pedigree, Chappi, Whiskas და Kitekat.

არსებული მარაგი, ჯამში 7,000 ლარამდე ღირებულების ძაღლის და კატის საკვები, ასევე ჰიგიენის საშუალებები 1 ივლისამდე საჩუქრად გადაეცემა თემურ წიქორიძის თავშესაფარს (ორგანიზაცია GSPSA - Georgian Society for the Protection and Safety of Animals)" - წერს მაღაზიათა ქსელის ადმინისტრაცია.

ორგანიზაცია ფოტოსაც აქვეყნებს, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის კარიკატურაა და აწერია ოკუპანტი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში