"დაკავებულთა ნაწილი, შესაძლო ძალის გადამეტებაზე საუბრობს" - სახალხო დამცველი

21 ივნისი 2019, 12:04 1456 ნახვა

სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი აპარატის თანამშრომლებმა პოლიციის სამმართველოებში მოინახულეს აქციაზე დაკავებულები, რომელთა ნაწილმაც სამართალდამცავთა მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებზე მიუთითა.


მათივე თქმით, სახალხო დამცველის წარმომადგენლები  სწავლობენ აქციის მიმდინარეობისას დაფიქსირებულ თითოეულ ინციდენტს. მუშაობენ სავარაუდოდ დაკავებულ და დაკარგულ პირთა ადგილსამყოფელის დასადგენად. ამასთან, დააკვირდებიან სასამართლო პროცესებს, მოინახულებენ საავადმყოფოში გადაყვანილ დაზარალებულებს.

ჰქონდა თუ არა ადგილი სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტების  ფაქტებს  სახალხო დამცველი სამართლებრივ შეფასებას მოგვიანებით გააკეთებს.

ომბუდსმენი მოქალაქეებს მოუწოდებს,  უფლებადარღვევის თაობაზე ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, დაუკავშირდნენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზს: 1481.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში