''ნუ გვესვრი'' - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აქციას გამართავს

21 ივნისი 2019, 13:17 1743 ნახვა

დღეს, 21 ივნისს, 15:00 საათზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინიციატივით, თბილისაა და რეგიონებში საპროტესტო აქცია გაიმართება.  

ორგანიზატორები ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბებიან. 

''ნუ გვესვრი'' - ეს არის აქციის მთავარი ლოზუნგი.

"მედიის წარმომადგენლები ვაპროტესტებთ აქციის დროს ჟურნალისტების უფლებების შელახვას. დაშავებულია 10-ზე მეტი ჟურნალისტი", — წერს განცხადებაში ქარტიის დირექტორი ნატა ძველიშვილი.

საპროტესტო გამოსვლები ჩანიშნულია გორში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, ოზურგეთსა და ახალციხეში ჟურნალისტებს. 

გუშინ პარლამენტთან აქციის დაშლის დროს 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 80 სამართალდამცავია. ამ დრომდე კლინიკაში 102 პაციენტი რჩება. ორმა მოქალაქემ თვალი დაკარგა. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში