შსს-მ აქციის 305 მონაწილე დააკავა

21 ივნისი 2019, 16:51 1904 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროში  აქციის დროს დაკავებულ პირთა შესახებ პირველ კომენტარს აკეთებენ და იმ მიზეზებს განმარტავენ რის გამოც, მათ აქციაში მონაწილე ასობით პირი დააკავეს.

„აქციის მონაწილეთა აგრესიული ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობდა სამართალდარღვევას. მათ გამთენიისას გაანადგურეს პოლიციის და მოქალაქეთა ავტომანქანები და დაარბიეს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კერძო საკუთრების ობიექტები. სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის დაკავებულია აქციის 305 მონაწილე.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. გამოძიება შეისწავლის თითოეულ ძალადობრივ ინციდენტს. ასევე, სამართლებრივი შეფასება მიეცემა იმ პირთა ქმედებას, რომელთა ორგანიზებით და აქტიური მონაწილეობით მშვიდობიანი აქცია ძალადობრივად გარდაიქმნა“- წერია  სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ადგილი ჰქონდა რაიმე კონკრეტულ ფაქტებს, ისინი  ამ ყველაფერს შეისწავლიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში