ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

21 ივნისი 2019, 18:06 1171 ნახვა

,,ირაკლი კობახიძე გადადგა არა იმიტომ, რომ  ამას ნაციონალური მოძრაობა ითხოვდა, არამედ მან აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა“-განაცხადა ქართული ოცნების ლიდერმა. მამუკა მდინარაძის განცხადებით თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება  კობახიძემ თავად მიიღო.

 როგორც იცით, პარლამენტის თავმჯდომარე ერთ-ერთია იმ მაღალჩინოსნებს შორის, რომლის გადაყენებასაც საზოგადოება, ოპოზიციასთან ერთად ითხოვდა. ირაკლი კობახიძის შემდეგ დეპუტატის მანდატზე უარი თქვა ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელიც   ბოდიშს უხდის ამომრჩეველს.  გაგრძელდება თუ არა თანამდებობების დატოვების სერია, ეს ჯერ  უცნობია. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ სხვა პირების მიერ პოსტიდან წასვლის საკითხი ჯერ არ განიხილება. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში