შსს-მ გამოკითხვაზე ირაკლი ოქრუაშვილი დაიბარა

21 ივნისი 2019, 21:01 1468 ნახვა

ირაკლი ოქრუაშვილი გამოკითხვაზეა დაბარებული - ამის შესახებ ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა. მისივე თქმით პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის გარდა, გამოკითხვაზე დაიბარებენ ნიკა მელიას და გიგი უგულავას.

სამინისტროს ცნობით გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს. სამივე პოლიტიკოსი გუშინ აქციაზე იმყოფებოდა. ამასთან, ცოტა ხნის წინ პოლიციამ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების დამზადების ფაქტზე 1 პირი დააკავა, რომელიც შსს-ს ცნობით ასაფეთქებელი მასალების პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გამოყენებას გეგმავდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში