საბჭოთა ლაბორატორიის მკვლევარს ცხრადღიანი პატიმრობა შეუფარდეს

21 ივნისი 2019, 21:00 1212 ნახვა

305 ადამიანი დააკავა გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ - ძირითადად საუბარია ხულიგნობასა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებაზე, მათი ნაწილი დღეს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა. მისი თქმით უმეტესობა წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს. დაკავებულია პირველი არხის ჟურნალისტი, მედიასაშუალების ცნობით იი სამართალდამცველებმა სცემეს.

ათზე მეტ დაკავებულს უკვე შეეფარდა 2-კვირიანი პატიმრობა. რაც შეეხება დაშავებულებს. სასამართლომ 9-დღიანი პატიმრობა შეუფარდა “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მკვლევარ ირაკლი ხვადაგიანს, რომელიც აცხადებს, რომ 20 ივნისის ღამეს, აქციაზე დაკავებისას სცემეს.სასამართლოს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება მისი ძმასთან, დავით ხვადაგიანთან დაკავშირებით, რომელიც ასევე დააკავეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში