20 ივნისის ღამე

21 ივნისი 2019, 21:10 2928 ნახვა

20 ივნისის გრძელ ღამემდე, ყველაფერი დილით დაიწყო - მაშინ როდესაც ყველასთვის შემაშფოთებელი ფაქტის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია - კადრი ასახავდა როგორ მოირგო რუსმა დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი - შემდეგ იყო პროტესტი სხდომათა დარბაზში, მალევე ორგანიზებული აქცია და შეძახილები პარლამენტის შენობასთან - მოთხოვნა თავიდანვე ირაკლი კობახიძოს გადადგომა იყო, ბაქოში მყოფი მაშინ ჯერ კიდევ თავმჯდომარე კობახიძე კი აცხადებდა რომ ეს არასერიოზულია, კახი კალაძეს კი უკვირდა რაზე უნდა აეღო პასუხისმგებლობა ირაკლი კობახიძეს.
 

შენობაში იმყოფებოდა მამუკა ბახტაძე, იგი ამბობდა რომ რეზინის ტყვიები მათი სტილი არაა - სტილსა და ისტორიაში ჩაწერილი აქცია ოკუპაციის წინააღმდეგ და დაშავებული მოქალაქეები.

ირინა ყურუა
წამყვანი და რედაქტორი

ამავე კატეგორიაში