გიგი უგულავას აქციაზე ბოთლები ესროლეს

21 ივნისი 2019, 23:25 4292 ნახვა

''ევროპული საქართველოს'' ერთ-ერთ ლიდერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ბოთლების ესროლეს.

''წადი, წადი'' - სკანდირებდა აქციის მონაწილეთა ერთი ჯგუფი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ინფორმაციით, მისი გაყვანა თანამოაზრეებმა ცოცხალი ჯაჭვით შეძლეს. უგულავას თქმით, ეს წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო.

გიგი უგულავამ, სერგო რატიანმა და გიგა ბოკერიამ ინციდენტის შემდეგ აქცია დატოვეს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში