ეუთოს წარმომადგენელი მთავრობას - გამოიძიონ ჟურნალისტებზე თავდასხმის ყველა ინცინდენტი

22 ივნისი 2019, 11:24 1726 ნახვა

თბილისში განვითარებული მოვლენებისას, მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას გმობს, ეუთოს წარმომადგენელი.ჰარლემ დეზირის  განცხადებით, ჟურნალისტების უსაფრთხოება ყოველთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს.

ეუთოს ანგარიშის მიხედვით, 20 ივნისს, მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო სერიოზული დაზიანებები, ძირითადად, სპეცრაზმის მიერ ნასროლი რეზინის ტყვიებისგან. მათ თავს დაესხნენ, დააკავეს ან მათი აღჭურვილობა დააზიანეს მაშინ, როცა ისინი აშუქებდნენ თბილისში მიმდინარე დემონსტრაციას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში