სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს მიმართავს

23 აგვისტო 2016, 00:00 2478 ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს მიმართავს მყისიერად დაიწყოს საგამოძიებო მოქმედებები ტერორიზმში ბრალდებული ბექა ბექაურის მიმართ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე დამნაშავე პირების გამოვლენის მიზნით. უჩა ნანუაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქმის სრულყოფილად შესასწავლად სახალხო დამცველის რწმუნებულები გუშინვე იმყოფებოდნენ ჰოსპიტალში, თუმცა ერთი საათის განმავლობაში რწმუნებულებმა ვერ შეძლეს ბრალდებულის მონახულება, რაც სამედიცნო დაწესებულების თანამშრომლებმა უსაფრთხოების სამსახურის მიერ ნებართვის გაუცემლობით ახსნეს. ნანუაშვილის თქმით, გუშინ ახლად ნაოპერაციებმა ბრალდებულმა ფიზიკური სისუსტის გამო ვერ მოახერხა გასაუბრება მის წარმომადგენლებთან და ბექა ბექაურის მონახულება და გამოკითხვა მხოლოდ დღეს მოხერხდა.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში