რამზან კადიროვის მუქარა

22 ივნისი 2019, 21:01 1631 ნახვა

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი, რომელიც ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირია, თავისი ტელეგრამ არხის საშუალებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე მუქარანარევ განცხადებას ავრცელებს. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.

“მინდა შეგახსენოთ, რომ გროზნოდან თბილისამდე სულ რაღაც 200 კილომეტრია,” – აცხადებს კადიროვი და დასძენს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დაპირისპირებას დასავლური სახელმწიფოები და აშშ “ასაზრდოებენ”.

კადიროვმა შეცდომა უწოდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელმაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ბოლოდროინდელ გაუარესებაში რუსეთი დაადანაშაულა. მისივე მოსაზრებით, რუსეთი თავად არის დაინტერესებული საქართველოში მშვიდობით და ერთიანობით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში