"გახარია წადი", "ბიძინა შენთანაც მოვალთ" - მსვლელობა "ოცნების" ოფისისკენ

23 ივნისი 2019, 00:36 2067 ნახვა

"გახარია წადი", "ბიძინა შენთანაც მოვალთ" - რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა ლოკაცია შეიცვალეს და ისინი ამ წუთებში ''ქართული ოცნების" ოფისისკენ მსვლელობით მიდიან. საქართველოს ჰიმნს მღერიან. 

ამბობენ, რომ ეს არის მშვიდობიანი მსვლელობა და სურთ მოთხოვნის ადრესატებს ხმა ''უფრო ახლოდან გააგონონ''. 

''მშვიდობა'' - სკანდირებენ აქციის მონაწილეები. 

ორგანიზატორების განცხადებით, სამი მოთხოვნა აქვთ – ორი დღის წინ რუსთაველზე, აქციის დროს დაკავებულების გათავისუფლება, შს მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა, ასევე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა. 

''ქართული ოცნების'' ცენტრალურ ოფისთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

რუსთაველის გამზირზე აქცია უკვე დასრულდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში