რუსეთის ომბუდსმენი საქართველოს სახალხო დამცველს დახმარებას სთხოვს

23 ივნისი 2019, 10:02 1316 ნახვა

რუსეთის ომბუდსმენი ტატიანა მოსკალკოვა საქართველო სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარია სთხოვს, დაეხმაროს საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვაში.  

მისი განცხადებით, „რუსული ტელეარხის „რასია 24“-ის გადამღებ ჯგუფს თავს ნაციონალისტები დაესხნენ და ათასობით რუსი ტურისტი იძულებული იყო, სამშობლოში დაბრუნებულიყო“. მისივე თქმით, დაირღვა რუსეთის დელეგაციისა და მისი ხელმძღვანელის სერგეი გავრილოვის უფლებები მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე.

რუსეთის ომბუდსმენის განცხადებით, „თბილისში მიმდინარე მოვლენები ღრმა შეშფოთების საფუძველს იძლევა“. საქართველოს ომბუდსმენის აპარატში გვითხრეს, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში