საგარეო უწყება - საქართველოს დედაქალაქის სტუმრებს არავითარი საფრთხე არ შექმნიათ

23 ივნისი 2019, 10:21 1534 ნახვა

თბილისში ბოლო დღეებში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებები სრულად უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას ქვეყანაში, - ამის შესახებ ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარში.

საქართველოს დედაქალაქის სტუმრებს, უცხოელ ჟურნალისტებსა და ტურისტებს, მათ შორის რუსეთის ფედერაციიდან, არავითარი საფრთხე არ შექმნიათ. რუსეთის ფედერაციის ტელეკომპანიის ჟურნალისტების მონაწილეობით ცალკეულ მცირე ინციდენტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისათვის სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ მოხდა საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, ეუთოს ინფორმირება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში