გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას არ ვხედავთ-თამარ ჩუგოშვილი

24 ივნისი 2019, 12:44 1867 ნახვა

გიორგი გაახრიას  პოლიტიკურ  პასუხისმგებლობას არ ვხედავთ - ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა.

კითხვაზე '' ხედავთ თუ არა გიორგი გახარიას პოლიტიკურ პასუხისმგებლობას? თამარ ჩუგოშვილმა სამჯერ ერთი და იგივე პასუხი გასცა - '' არა, არ ვხედავთ''.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, "ძალის გადამეტების შემთხვევებს უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხი და ეს პასუხები გაეცემა ღიად და გამჭვირვალედ.  უნდა დაისაჯოს ის, ვისი სამართლებრივი ბრალეულობაც  გამოიკვეთება.  შეფასება უნდა მიეცეს იმასაც, თუ რამ გამოიწვია ძალის გამოყენების აუცილებლობა. ჩვენი პოლიტიკური  პასუხი არის  საარჩევნო სისტემის შეცვლა და ის რომ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. სამართლებრივ შეფასებას გააკეთებს გამოძიება“-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ძალოვანი მინისტრის გადაყენებასთან დაკავშირებულ კითხვას თავი რამდენჯერმე აარიდა კახა კალაძემაც. ჟურნალისტებმა პარტიის გენერალურ მდივანს კითხვა რამდენჯერმე გაუმეორეს, რის შემდეგაც კალაძემ თქვა, რომ პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე - “ამაზე საუბარი არ ყოფილა”.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში