პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გახდა

25 ივნისი 2019, 14:46 1491 ნახვა

პარლამენტმა 94 ხმით, ერთხმად, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე არჩილ თალაკვაძე აირჩია. კენჭისყრა ფარული იყო, არჩევის პროცესში მონაწილეობდა ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. თავმჯდომარის არჩევის შემდეგ სხდომათა დარბაზში სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.

კენჭისყრამდე თალაკავაძემ პარლამენტს 20-წუთიანი სიტყვით მიმართა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პარლამენტში იყოს მშვიდი და საქმიანი ვითარება. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში