გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნა

25 ივნისი 2019, 21:05 1291 ნახვა

აქციის ცხელი მეექვსე დღე თბილისში - ახლა უკვე ცნობილი ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილის და უმრავლესობის ლიდერების მიერ არაერთხელ ნახსენები ფრაზა მართლდება - პროკურატურა აპირებს ნიკა მელია დააკავოს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან - საქმე ეხება 20 ივნისის ღამეს.

დაკავებამდე ითხოვს დაკავების უფლებას - საკითხს ბიუროზე განიხილავენ - პარალელურად კი განცხადებას აკეთებენ გაერთიანებული ოპოზიციის წევრები - ისინი ღიად აცხადებენ რომ ეს არაადეკვატური პასუხია ხალხის მოთხოვნაზე, რომ არასწორია დიალოგის ნაცვლად ტერორის დაწყება და რომ მელიას ქმედებებში სისხლის სამართლის დანაშაული არ იკვეთება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში