არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს

25 ივნისი 2019, 21:28 1389 ნახვა

სხდომას თამარ ჩუგოშვილი უძღვებოდა, პოლიტიკური განცხადებების დროს კი ირაკლი კობახიძე დარბაზში არ იმყოფებოდა - ყოფილი თავმჯდომარე დარბაზში ახალი თავმჯდომარის მხარდასაჭერად გამოჩნდა -უმრაველსობამ არჩილ თალაკვაძე 94 ხმით აირჩია - აქ ფიქრობენ, რომ თალაკვაძეს დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს.

36 წლის თალაკვაძე საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტში 2016 წელს შევიდა მაჟორიტარის რანგში, იგი ამავე ხელისუფლების პირობებში სხვადასხვა დროს შინაგან საქმეთა მინისტრის და სასჯელაღსრულების მოადგილე იყო. რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, იგი ამ ეტაპზე დეპუტატის მანდატით აგრძელებს პარლამენტში მუშაობას. ითქვა რომ შესაძლოა მან საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლოს - საკონსტიტუციოს მოქმედი თავმჯდომარე ზაზა თავაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეულ იმ 50 მოსამართლეს შორისაა, ვისაც პრეტენზია აქვს უზენაეს სასამართლოში უვადოდ განწესებაზე

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში