დეპუტატებმა პროკურატურას ნიკა მელიას დაკავების უფლება მისცეს

26 ივნისი 2019, 19:21 1701 ნახვა

''ნაციონალური მოძრაობის'' დეპუტატის, ნიკა მელიას დაკავების უფლება საქართველოს პარლამენტმა პროკურატურას რამდენიმე წუთის წინ მისცა.

91 მომხრე და 0 წინააღმდეგი - ასეთი შედეგით დასრულდა კენჭისყრა. 

სხდომას ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა'' და ''ევროპული საქართველოს'' წევრები არ ესწრებოდნენ.

კოლეგების გადაწყვეტილებას, დარბაზში ნიკა მელია მარტო ელოდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში