მასალები მოგვეცით, სად არის მტკიცებულები - ოპოზიცია

26 ივნისი 2019, 10:07 1140 ნახვა

საპარლამენტო ოპოზიცია იმ მტკიცებულებების გაცნობას ითხოვს, რომლის საფუძველზეც პროკურატურა პარლამენტს ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტას მოითხოვს.

მასალები მოგვეცით, სად არის მტკიცებულები - ასე მიმართა პროკურორებს სხდომაზე  ''ევროპული საქართველოს''  ერთ-ერთმა ლიდერმა. 

დამშვიდდით ოთარ - უთხრა კოლეგას ''ქართული ოცნების'' წევრმა. 

''მტკიცებულების გარეშე იჭერთ პარლამენტის წევრს, თქვენ ხართ კლასიკური ტროიკა, დაგვაბრუნეთ საბჭოთა დროში, დიდი მადლობა'' - თქვა თინა ბოკუჩავამ სხდომაზე. 

საკანონმდებლო ორგანოში საპროცედურო საკითხთა და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ვერ იწყება. დეპუტატები ერთი საათის წინ შეიკრიბნენ, თუმცა საკითხზე დაპირისპირების გამო ვერ მსჯელობენ. 

კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების პოზიცია უნდა მოისმინონ, თუმცა ოპოზიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში