ამირან გულუაშვილი, ანრი ოხანაშვილი და გაგა კახიანი - ''ივანიშვილის ტროიკა'' - თინა ბოკუჩავა

26 ივნისი 2019, 10:51 1287 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრმა თინა ბოკუჩავამ, პროკურორს და ''ქართული ოცნების'' ორ დეპუტატს  ''ივანიშვილის ტროიკა'' უწოდა. თქვა, რომ შალვა თადუმაძის უწყება, რომელიც პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ''პირადი ადვოკატია'', დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას ვერ გამოიტანს. 

''სრული აბსურდი, ტრაგი-კომიკური სიტუაციაა. აბსურდის თეატრად აქციეთ საქართველოს პარლამენტი პირადად თქვენ და ''ქართული ოცნების'' ყველა დეპუტატმა, ვინც დღეს ხმას მისცემს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს. მათიკაშვილს მივმართავ, თქვენ მაინც რაღაც მომენტში გჯერათ, რომ თადუმაძე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატია იმოქმედებს ივანიშვილისგან დამოუკიდებლად? ასევე ლევან მურისიძე, რომელიც პირადად ასამართლებდა პუტინის პატიმრებს, ციხეში ყრიდა, ეს სასამართლო თქვენ გგონიათ, რომ ნიკა მელიაზე დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებს. 

ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს 1937 წელს, როდესაც ბევრი ადამიანი, მათ შორის ჩემი დიდი ბაბუა „ტროიკის“ გადაწყვეტილების საფუძველზე გადაასახელს ციმბირში და არავინ იცის, სად წავიდა. აი ძალიან გავხართ ბატონო ამირან თქვენ, სახელი ხომ არ მეშლება? ამირან გულუაშვილი... ასევე ანრი ოხანაშვილი და გაგა კახიანი, დღეს თქვენ წარმოადგენთ ივანიშვილის „ტროიკას“, რომელიც მტკიცებულებების გარეშე იჭერს ადამიანებს“, - თქვა ბოკუჩავამ. 

დეპუტატს მიკროფონი გაუთიშეს.

''არც ერთი სიტყვის თქმის უფლებას არ მოგცემთ, რაც არის შეურაცხმყოფელი, თავი შეიკავეთ'' - უთხრა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს. 

''ცენზორის როლიც შეითავსეთ? რა არ მოგეწონა, რომ ტროიკის ერთ-ერთი წვერი ხარ?'' - მოწოდებას კითხით უპასუხა ბოკუცავამ

სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში