ქუთაისიდან ფრენები 12 ახალი მიმართულებით ინიშნება

26 ივნისი 2019, 11:10 2806 ნახვა

ქუთაისის აეროპორტიდან უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია 12 ახალი მიმართულებით იფრენს. რეისები შემდეგ ქალაქებში - ფრანკფურტი, ჰამბურგი, ბადენ-ბადენი, პოზნანი, ვენეცია, ნეაპოლი, ნიცა, პიზა, სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, ჰერაკლიონი, ტურკუ განხორციელდება.  ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კომპანია WizzAir-თან ახალი შეთანხმების შესახებ ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

ქუთაისის აეროპორტიდან შვიდი ახალი მიმართულებით პირდაპირი ფრენები წლის ბოლომდე დაიწყება, დანარჩენი მიმართულებებით რეისები კი 2020 წლის ზაფხულიდან შესრულდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში