არ არის არანაირი "ქართული ოცნება", არის "რუსული ოცნება" - ნიკა მელია

26 ივნისი 2019, 11:24 1650 ნახვა

საქართველოს პარლამენტში ნიკა მელია მივიდა, რომლის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნაზე მისი კოლეგები მსჯელობენ.

ნიკა მელია ამბობს, რომ არანაირი მტკიცებულება არ აქვს პროკურატურას, ეს არის პოლიტიკური პროცესი და ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილი რუსულ პოლიტიკას ატარებს.

"არ არსებობს ხალხნო არანეაერი ქართული ოცნება", არის რუსული ოცნება". ბიძინა ივანიშვილის მთავარი ნაკლი მისი ოლიგარქობა არ არის, მისი ნაკლი რუსული ინტერესების გატარებაა საქართველოში. პარლამენტში კი ზიან დეპუტატები, რომლებიც შებოჭილები არიან, არადა რომ კითხო პარლამენტარები არიან, გადაწყვეტილებას იღებენ და აკონტროლებენ აღმასრულებელ ხელისუფლებას" - თქვა ნიკა მელიამ.

დეპუტატმა ასევე ისაუბრა პროკურატურაზე და თქვა, რომ მასალები უკანონოდ არ არის გადმოცემული მის ადვოკატზე. ფიქრობს, რომ პროკურატურას არ აქვს. "რომელ მტკიცებულებაზეა საუბარი, სერიოზული სახით ზის პროკურატურა და ეუბნება პარლამენტარებს ევროკაშირში უვიზოდ აქვს საშუალება წავიდეს მელიაო... იმედია ტექნიკური შეცდომა დაუშვა და იცის რომ ევროპაში უვიზო მიმოსვლა გვაქვს".

მელია ამბობს, რომ ყველა ისე მოიქცეოდა, როგორც ის 20 ივნისს - "იქ სადაც რუსული დროშა ააფრიალა ოკუპანტმა, ააფრიალებინეს დროშა, ამის შემოქმედი ირაკლი კობახიძე კი ამაყად ამბობდა, რომ არ წავალ თანამდებობიდანო, ბუნებრივია ასე მოიქცეოდი" ...

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში