აქციაზე ტყვიამ 26 ადამიანს დაუზიანა თვალი - პრეზიდენტმა ოფთალმოლოგები და ექიმები დააჯილდოვა 

26 ივნისი 2019, 16:42 2491 ნახვა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოფთალმოლოგები და ექიმები დააჯილდოვა, რომლებიც 20 ივნისის ღამეს მუშაობდნენ.  

აქციის ძალისმიერი დაშლის შედეგად, მხოლოდ თვალის დაზიანებით 26 ადამიანი შევიდა კლინიკაში, რომლებსაც გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა ესაჭიროებოდა. 

"20 ივნისის ღამეს, ექიმებმა თავდაუზოგავად იშრომეს. ჩვენს მოქალაქეებს სამედიცინო დახმარება დროულად აღმოუჩინეს - ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ, მთელი საზოგადოების სახელით. 

24 პაციენტი შევიდა "ნიუ ჰოსპიტალში", რომლებსაც გადაუდებელი ოპერაცია სჭირდებოდათ, 6 პაციენტის შემთხვევაში მოქალაქეებს შეუნარჩუნდათ მხედველობა.  რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა კი ისევ რჩება პრობლემური და ექიმები მათთვის ყველაფერს აკეთებენ. 

რეგიონალურ ჰოსპიტალში კი ტყვიით დაშავებულ 2 პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია თვალზე და ორივე შემთვევაში თავლის შენარჩუნება მოხერხდა, თუმცა როგორც თავიდან მითხრეს, როცა ბელორუსიიდან დავრეკე, თვალის გადარჩენა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. 

ეს ძალიან ნიშვნელოვანია, რადგან ახალგაზრდების თვალები, ჩვენი მომავლის თვალებია" - განაცხადა პრეზიდენტმა.  

ორ ქირურგ ოფთალმოლოგს მარიამ გოლოვოჩოვასა და რევაზ ონიანის ჯილრო პრეზიდენტმა გადასცა. 

ჯილდო გადაეცა თბილისის სასწრაფო დახმარების ხელმძღვანელებსაც მაკა გვარამიასა და სოლომონ როსტომაშვილს. 

"იმ ღამეს 72 სამედიცინო ბრიგადა მუშაობდა და მინიმუმ 3 იყო ბრიგადის წევრი, მათ დროულად და პროფესიონალურად იმუშავეს. მადლობა ინდა მათ გადავუხადო.  ჩვენ ამოვარჩიეთ დაჯილდოვებისთვის ეს ოთხი ადამიანი, მაგრამ ეს ჯილდო ყველასია. ქირურგები და ექიმები, რომლებიც იყვნენ მობილიზებულები.

ნებისმიერ მძიმე წუთებს აქვს მეორე მხარე, ეს არის იმედის მხარე. დღეს თქვენ ხართ ეს მეორე მხარე, რომლებიც მზად ხართ მომავლისთვის იშრომოთ და დაიხარჯოთ" - თქვა პრეზიდენტმა.

თბილისის მერიის წარმომადგენელმა კი, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადების ყველა წევრს ფულადი ჯილდოები გადასცა.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში