ორი ადამიანის თხოვნით ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებაზე ხმა არ მივეცი - მარიამ ჯაში

26 ივნისი 2019, 21:12 3011 ნახვა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა მონაწილეობა არ მიიღო კენჭისყრაში, რომელიც დეპუტატ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე გაიმართა. მარიამ ჯაშმა თქვა, რომ ორი ადამიანის თხოვნა შეასრულა. 

''ქართული ოცნების'' დეპუტატის კომენტარს რადიო თავისუფლება ავრცელებს.

„2008 წლის ომში დაღუპული გმირის დედა დამიკავშირდა და მიუხედავად იმისა, რომ მას შეიძლება ყველაზე დიდი საფუძველი ჰქონდეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აგვისტოს ტრაგედიის შემდგომ, მაინც მისი თხოვნა იყო მიმტევებლობა. ასევე ჩემი ოჯახი, 15 წლის წინ 2004 წელს რეპრესიების ფონზე დავკარგე მეუღლე და ერთადერთი შვილის დაკარგვის შემდგომაც ჩემი მეუღლის დედის პოზიციაც არის, რომ დღეს ქვეყანას სჭირდება კონსოლიდაცია“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

''ნაციონალური მოძრაობის'' დეპუტატის, ნიკა მელიას დაკავების უფლება საქართველოს პარლამენტმა პროკურატურას დღევანდელ სხდომაზე მისცა.

საკითხს მხარი 91 დეპუტატმა დაუჭირა. სხდომათა დარბაზში იმყოფებოდა მარიამ ჯაში, თუმცა მას რეგისტრაცია არ გაუვლია.

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებით გამართულ კენჭისყრაში ასევე მონაწილეობა არ მიიღეს „ქართული ოცნების“ წევრებმა რომან კაკულიამ, ბექა ოდიშარიამ, მირიან წიკლაურმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში