მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების კენჭისყრაში უმრავლესობის რამდენიმე წევრს მონაწილეობა არ მიუღია

27 ივნისი 2019, 12:12 1496 ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ესენი არიან  ალექსანდრე ერქვანია, რომან კაკულია, მარიამ ჯაში  და ბიძინა გეგიძე.  დეპუტატებმა მოგვიანებით მედიასთან განმარტეს, თუ რატომ  შეიკავეს თავი  კენჭისყრაში მონაწილეობისგან. მარიამ ჯაშს მიაჩნია, რომ ეს იყო მისი გადასახედიდან სწორი პოზიცია და მიიღო აპოლიტიკური გადაწყვეტილება.  უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი , რომან კაკულია მიიჩნევს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში მტკიცებულებათა წარმოდგენის უფრო მაღალი სტანდარტი უნდა არსებობდეს, ამიტომაც მან კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში