"სასამართლოს ეს გადაწყვეტილება შიდა პატიმრობის ტოლფასია" - გია ვოლსკი

27 ივნისი 2019, 16:42 1277 ნახვა

ნიკა მელიას სასამართლო სხდომის შემდეგ, უმრავლესობის წევრებს შორის პირველი კომენტარი გია ვოლსკიმ გააკეთა. მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება შიდა პატიმრობის ტოლფასია. მისთვის გაუგებარია, სასამართლოს ამ გადაწყვეტილების მიმართ ოპონენტების სიხარულიც.

"ჩვენ პროკურატურას მივეცით უფლება მიემართა სასამართლოსთვის კონკრეტული აღმკვეთი ღონისძიების გამოსაყენებლად. სასამართლოს ვერ ჩაანაცვლებს პარლამენტი, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ არის აუცილებელი, ის ციხეში იჯდეს. გარკვეული ქცევის წესების შეთანხმებისა და გირაოს გადახდის შემდეგ, ის არ გადის პასუხისმგებლობიდან. რჩება არა საპატიმროში, არამედ რაღაც გარკვეულ ქცევის წესებს დაექვემდებარება, რაც შიდა პატიმრობის ტოლფასია.

ეს არ ნიშნავს მისთვის პასუხისმგებლობის მოხსნას. სასამართლომ თუ ასე მიიღო გადაწყვეტილება რა უხარიათ ვერ გავიგე ჩვენს ოპონენტებს. მაშინ, როდესაც მათი სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებებს საერთოდ არ იღებდა და 2 წუთში უდანაშაულო ხალხს ასამართლებდა. ეს არის უცნაური,'' - განაცხადა სასამართლო სხდომის შემდეგ  დეპუტატმა გია ვოლსკიმ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში