ყველაფერზე რაც მოხდა პასუხისმგებლობა მე მეკისრება - გიორგი გახარია

27 ივნისი 2019, 20:18 1601 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ყველაფერზე რაც მოხდა პასუხისმგებლობა მას ეკისრება. 

''ყველაფერი რაც ამ ღონისძიების დროს მოხდა, რა თქმა უნდა არის ჩემი პასუხისმგებლობა, ყველაფერი მისი დაწყებიდან დასრულებამდე და ამ პასუხიმგებლობას მე არ გავურბივარ. ​ასევე ჩემი პასუხისმგებლობაა, რომ ის ყველაფერ,ი რაც დღეს ჩვენს საზოგადოებაში ხდება და როდესაც სახალხო სასამართლოს ვუწყობთ ცალკეულ ადამიანებს, მათ შორის პოლიციელებს. მაშინ, როცა სამართლებრივი პროცედურები არც კი დაწყებულა, ესეც ჩემი პასუხისმგებლობაა. ისინი სახელმწიფო ინსტიტუტს იცავდნენ და საკუთარ მოვალეობას ასრულებდნენ. 

ადამიანები პასუხისმგებლობიდან გამომდინარე იცავდნენ სამოქალაქო სიმშვიდეს ამ ქალაქში და იძულებული გახდნენ გამოეყენებინა ლეგიტიმური ძალა - თქვა გიორგი გახარიამ. 

ჟურნალისტის კითხვაზე ვინ გასცა აქციის დაშლის და რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება? გახარიამ თქვა, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს.

''არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ გასცა ბრძანება და ვინ არა? ყველაფერი ჩემი პასუხისმგებლობაა''.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში