გამოძიების დამთავრებამდე პოსტზე ვრჩები - გიორგი გახარია

27 ივნისი 2019, 21:11 1491 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრი, რომლის გადადგომასაც უკვე მეშვიდე დღეა ათასობით მოქალაქე ითხოვს, წასვლას არ აპირებს. ამბობს, რომ ის ამ თანამდებობაზე მანამდე იქნება, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება იმ ნაწილში, სადაც პოლიციელებს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან. ამ გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აწარმოებს.

ჟურნალისტის კითხვაზე: რაში გამოიხატება მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა თუ ის თანამდებობაზე რჩება?

გიორგი გახარია ამბობს, რომ ​''ჩემი პასუხისმგებლობა გამოიხატება იმაში, რომ ბოლომდე მივიყვანო გამოძიება, რომელიც დაკავშირებულია ამ ღონისძიებასთან, როგორც სამოქალაქო პირების წინააღმდეგ უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში, ასევე 225 მუხლით''.

მანამდე დასმულ კითხვაზე კი თქვა, რომ ის რჩება გამოძიების დამთავრებამდე მინისტრის პოსტზე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში