“ის, რომ მე გავხდი სისხლიანი ჯალათი, ჩემი პოლიტიკური ტვირთია და როგორმე ვატარებ” - გიორგი გახარია

27 ივნისი 2019, 22:00 1541 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ, ბოლო ერთი საათია ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს - შეხვედრა ამ წუთებშიც გრძელდება.

რა გვითხრა მინისტრმა გახარიამ? მასთან მთავარი შეკითხვა 8-დღიანი საპროტესტო აქციისა და 20 ივნისის ღამის გამო, რა თქმა უნდა  - გადადგება თუ არა გახარია? პასუხი ასეთია - მე ვრჩები! მინისტრი ამბობს, რომ ყველაფერზე პასუხისმგებელი თავადაა, თუმცა თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს.      

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში