უმრავლესობის 4 წევრის განსხვავებული გადაწყვეტილება

27 ივნისი 2019, 21:30 1060 ნახვა

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ახლა ყველა იმაზე საუბრობს რომ „ქართული ოცნების“ უმრავლესობა რთულ ვითარებაშია. უმრავლესობის წევრებს დღეს თავის მართლება მოუხდათ - რატომ დაუჭირეს მხარი მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს.

უკეთეს მდგომარეობაში არიან ის დეპუტატები რომლებსაც კოლეგის  დაკავებისთვის გზა არ გაუხსნიათ - მტკიცებულებები არ იყო საკმარისი მარიამ ჯაშისთვის, რომან კაკულიასთვის, ბიძინა გეგიძისა და ალექსანდრე ერქვაიასთვის.ამ დეპუტატების გადაწყვეტილებას უმრავლესობაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა - უცნობია საბოლოოდ განიხილავს თუ არა უმრავლესობა პარტიიდან შესაძლო გარიცხვის საკითხს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში