1 აშშ დოლარი - 2. 88 1 ევრო - 3.27 ლარია 

27 ივნისი 2019, 21:20 1750 ნახვა

პოლიტიკური კრიზისის ფონზე, კრიზისშია ლარი - ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს და თან ისე, რომ ისტორიულ პიკს აღწევს და ყოველდღიურად ახალ ანტირეკორდს ხსნის - ბოლო ოფიციალური ინფორმაციით ერთი დოლარის ღირებულება 2 ლარსა და 87 თეთრს აჭარბებს, ევრო კი 3 ლარსა და 27 თეთრს - გაცილებით მაღალია ფასი ჯიხურებში.

ცნობისთვის, ფაქტს რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრი ტურიზმის სექტორში შექმნილ პრობლემებს არ უკავშირებდა, ეროვნულმა ბანკმა კი დრეს ღიად დაასახელა გავლენად რუსი ტურისტების ნაკადის შემცირება, ამასთან მიზეზად სახელდება ქვეყანაში არსებული ვითარება. ითქვა რომ პირველადი გათვლებით, რუსეთიდან ტურისტული ნაკადების შემცირებას საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა დაახლოებით 200-300 მლნ აშშ დოლარამდე იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში