აქცია #სირცხვილია ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან დასრულდა

27 ივნისი 2019, 23:57 1878 ნახვა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციის #სირცხვილიას მონაწილეები „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან იმყოფებოდნენ. საყვირებით, დროშებითა და პლაკატებით მისული ახალგაზრდები სკანდირებდნენ - გახარია წადი. 

აქციის მონაწილეებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს და ამის შემდეგ აქცია დაიშალა. ისინი უკან ბრუნდებიან. 

 აქცია #სირცხვილია მერვე დღეა მიმდინარეობს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში