შეეზღუდოს უნდა თუ არა ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება - ''ქართულ ოცნებაში'' პოზიცია ორად გაიყო

28 ივნისი 2019, 10:51 1418 ნახვა

შეეზღუდება თუ არა ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ? მმართველ პარტიაში მოსაზრება ორ ნაწილად არის გაყოფილი. ''ქართულ ოცნებაში'' მიაჩნიათ, რომ დაწესებული შეზღუდვების გამო, მელია ვეღარ შეძლებს სრულფასოვან საქმიანობას, ამიტომ აუცილებელია მისთვის მანდატის შეჩერებაზე იმსჯელონ.

მმართველ გუნდში არიან კანონმდებლები, რომლებიც ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერების საფუძველს ვერ ხედავენ. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ საჭიროა მოხდეს სასამართლო განჩინების დასაბუთებული დადგენილების გაცნობა.

კონსტიტუციონალისტთა განმარტებით, ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება ვერ შეეზღუდება. ხოლო საქმიანობის შეზღუდვა პროკურატურის მხრიდან საპარლამენტო საქმიანობაში ჩარევა იქნება.

ფრაქცია ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრ ნიკა მელიას, დეპუტატის უფლებამოსილება 26 ივნისს პროკურატურის მიმართვის საფუძველზე შეუჩერეს.

გუშინ კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ მელია 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში