დე ფაქტო აფხაზეთმა ენგურის ხიდი ჩაკეტა

28 ივნისი 2019, 12:01 1432 ნახვა

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ენგურის ხიდის ცალმხრივად ჩაკეტვას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების უკანონო შეზღუდვად აფასებს. ცნობილია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, მთავარი საზრუნავია, პრობლემა არ შეექმნათ გალში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რომლებიც ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობენ, ასევე სტუდენტებს.მ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის ხიდზე გუშინ 20:00 საათიდან მოძრაობა ცალმხრივად ჩაკეტა. აფხაზეთიდან ზუგდიდში არ გაატარებენ ადამიანებს, ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლის უფლება კი ექნებათ ე.წ. აფხაზური პასპორტების ან მიწვევის მქონე ადამიანებს. დე ფაქტო მთავრობის განცხადებით, საქართველოში იმართება პროვოკაციული ხასიათის მასობრივი საპროტესტო აქციები, რომელიც აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას ეხება. მათ შორის აქციებია ზუგდიდშიც. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში