"არც ერთ საერთაშორისო პარტნიორს, არ აქვს კითხვის ნიშნები ძალის გამოყენების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით" -პრემიერი

28 ივნისი 2019, 15:37 1367 ნახვა

 „კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო, არც ერთ საერთაშორისო პარტნიორს, კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებს არ აქვთ არანაირი კითხვის ნიშნები ძალის გამოყენების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით და ეს არის ერთმნიშვნელოვანი”- ასეთი შეფასება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 20 ივნისის ღამეს ძალის გამოყენებასთან  დაკავშირებით.  გიორგი ბახტაძემ აღნიშნული კომენტარით  საკუთარ ოპონენტებს უპასუხა და თქვა, რომ უპასუხისმგებლო ოპოზიციამ, რომელმაც მოახდინა მოვლენების პროვოცირება  და მოქალაქეების სამართლიანი პროტესტის თავისი პროვოკაციული მიზნებისთვის გამოყენება, დღეს სრულიად საწინააღმდეგოს ამტკიცებენ.

პრემიერმა თქვა, რომ ისინი სრულიად ფოკუსირებული არიან დაზარალებული მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და იარების დროულად მოშუშებაზე.

მამუკა ბახტაძემ პირობა დადო, რომ ცალკეული სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტების თაობაზე საზოგადოებაში არსებულ კითხვებს  შესაბამისი პასუხები გაეცემა და გამოძიება მაღალი ხარისხით წარიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში