ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 209 ათას 742 ლარით გაიზარდა

28 ივნისი 2019, 18:36 1431 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 209 ათას 742 ლარით გაიზარდა. ჯუმბერ ვარდმანიძემ ბიუჯეტის გაზრდის საჭიროება დაგეგმილი სამუშაოებით ახსნა. სოფელ შარაბიძეებში, წინსვლასა და ჭარნალი ახალსოფლის შემოვლითი გზა მიმდინარე წელს გაკეთდება.

მერიამ კომპანია „მაგთიკომსა“ და „სილქნეტს“ 10 წლიანი იჯარით გარე განათების ბოძები გადასცა.  წყლის სისტემის მოსაწყობად 18 ათას ლარამდე გამოიყო სოფელ განახლებისთვის, 50 ათას ლარამდე კი შარაბიძეებში ჭაბურღილისთვის. წყლის პრობლემა წელსაც ვერ მოგვარდება სოფელ სალიბაურში,  სადაც მოსახლეობა  აქციებს მართავს. ენერგოეფექტური ღუმელებისთვის თხილის ნაჭუჭის ტენდერი ჩავარდა.

ხელვაჩაურის მერმა სამუშაოებზე ზედამხედველობისთვის ახალი კადრების შესარჩევად თანხების გამოყოფაც მოითხოვა. ახალშენის ბაღი გასულ წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა იქ სამუშაოები თავიდან ჩატარდება და სავარაუდოდ მომავალ წელს გაიხსნება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში