ორმა უწყებამ არ იცის ბულვარში დაზიანებული სტადიონი ვის საკუთრებაშია 

28 ივნისი 2019, 18:39 3208 ნახვა

ბათუმის ბულვარში, მოცეკვავე შადრევნებთან სპორტული მოედანი დაზიანებულია. მორღვეულია დამცავი ღობე, დატეხილია სკამები, ამორტიზებულია ტრიბუნები, რომელსაც საყრდენი აღარ აქვს.  ქვიშის მოედანზე, ქვიშის ნაცვლად  ბალახია ამოსული. 

ვის ბალანსზეა ყველაზე პოპულარულ ადგილზე, ტურისტულად დატვირთულ სივრცეში, მოზარდებისთვის მნიშვნელოვანი სპორტული აქტივობისთვის განკუთვნილი ობიექტი? და ვის ეკუთვნის მისი მოვლა-პატრონობა? - ამ კითხვებზე პასუხის მიღებას, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვე  ორი დღეა ცდილობს.  

 

უწყებამ არ იცის ბულვარში დაზიანებული სტადიონი ვის საკუთრებაშია  თავდაპირველად ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში, რომელიც ეკონომიკის სამინისტროში ბალანსზეა გვითხრეს, რომ  მოედანი მათ საკუთრებაში არ არის. ამტკიცებდნენ, რომ მოედნის მოვლა-პატრონობა მერიას ეკუთვნის.  თავის მხრივ,  ბათუმის მერიაში საწინააღმდეგოს გვიმტკიცებდნენ. ზუსტად ბათუმის მერიაში  არ იცოდნენ ვის ეკუთვნის ობიექტი და გადამოწმებას დაგვპირდნენ.

ორ დღიანი გადამისამართებების შემდეგ გავარკვიეთ ის, რომ ობიექტის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი უწყება ვერ გამოიკვეთა. 

ბათუმის მერიიდან საკადასტრო კოდი მოგვაწოდეს, რომლის მიხედვით მოცეკვავე შადრევნებთან პლაჟები უზურფრუქტით გადაცემულია 2019 წლის ნოემბრამდე ბათუმის ბულვარზე, ამ მიწაზე კი მდებარეობს დაზიანებული მოედანი.

მიუხედავად ამისა, ბულვარის ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, რომ  ამ მიწაზე რეგისტრირებული ქონება ბალანსზე არ აქვთ, შესაბამისად მოვლა-პატრონობაზე არ არიან პასუხისმგებლები და ისევ მერიისკენ გადაგვამისამართეს. 

უფრო კონკრეტულად კი, დღის ბოლოს, ბულვარის ადმინიტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ   ამორტიზებულ მოედანზე პასუხისმგებლობა მერიის  ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამმართველოს ეკისრება.  აქვე განმარტეს, რომ მერიისგან უზურფრუქტის წესით 2017 წლიდან გადმოცემული აქვთ მხოლოდ პლაჟები და არა მასზე არსებული ქონება.

მოედანი წლების წინ კაპიტალურად არის აგებული- ძვირადღირებული სავარძლებით, განათების სისტემითა და ტრიბუნებით.

რამდენი დაიხარჯა თავის დროზე მის მშენებლობაზე ვერ დავაზუსტეთ, რადგან პასუხისმგებელი პირი ვერ დავადგინეთ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში