ევროკავშირის ელჩები ხელისუფლებას 20 ივნისის მოვლენების გამოძიებას სთხოვენ

28 ივნისი 2019, 21:20 1480 ნახვა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ - გამოიძიოს 20 ივნისის მოვლენები, მათ შორის ძალის შესაძლო გადამეტება. ამასთან რეკომენდაციით გამოდიან მხარეები დიალოგსა და კომპრომისებზე წავიდნენ. განცხადებაში რომელსაც ელჩები ავრცელებენ აღნიშნულია - „გამოძიება წარიმართოს გამჭვირვალედ, სწრაფად და ამომწურავად. აუცილებელია ომბუდსმენის ჩართულობა.

მოვუწოდებთ მხარეებს დიალოგისა და კომპრომისისკენ.“ განცხადება ნიდერლანდების სამეფოს საელჩომ გამოაქვეყნა ევროკავშირის ქვეყნების ელჩების სახელით. მანამდე ეს განცხადება ბრიტანეთის ელჩმა გაავრცელა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში