დე ფაქტო აფხაზეთმა ენგურის ხიდი ჩაკეტა

28 ივნისი 2019, 21:15 1478 ნახვა

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ენგურის ხიდის ცალმხრივად ჩაკეტვას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების უკანონო შეზღუდვად აფასებს. ცნობილია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, მთავარი საზრუნავია, პრობლემა არ შეექმნათ გალში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რომლებიც ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობენ.

ცნობისთვის, საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ სტუდენტებს ქართულ უნივერსიტეტებში უფასოდ სწავლა 17 ივნისს შესთავაზა.  უკავშირდება თუ არა გადაწყვეტილება საგამოცდო პროცესების დაწყებას?  აფხაზეთის მხარე მოქალაქეებისთვის გადაადგილების შეზღუდვას, საქართველში მიმდინარე აქციებს უკავშირებს. თუმცა, ფაქტია, ამ შეზღუდვით ვერც ის აბიტურიენტები ისარგებლებენ, რომლებმაც შესაძლოა საქართველოში გადაწყვიტეს სწავლის გაგრძელება და შეღავათებით სარგებლობა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში