თუ არაპროპორციული ძალის გამოყენება დადგინდება, გახარია პასუხისმგებლობას აიღებს- თამარ ჩუგოშვილი

29 ივნისი 2019, 21:50 1545 ნახვა

„შს მინისტრი არ გადადგება“,-ხელისუფლების წევრები პოზიციების დათმობას არ აპირებენ.

პარლამენტის ვიცესპიკერი, თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა მომიტინგეების ორი მთავარი მოთხოვნა უკვე დააკმაყოფილა, რაც შეეხება, გიორგი გახარიას გადადგომას, ამაზე  აცხადებს, რომ  საჭიროებას გუნდი ვერ ხედავს,  უმრავლესობის წევრები ფიქრობენ, რომ პირველ რიგში, გამოძიებული უნდა იქნას,  ვანდალური აქტები და ძალადობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა პარლამენტის წინ და შემდგომ მოგვიანებით, გამთენიისას, თბილისის სხვადასხვა ადგილას, კერძოდ შესაძლო ძალის გადამეტების შემთხვევები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში