ბათუმიდან მოსკოვში ჩაფრენილ მგზავრებს აეროპორტში სიცხე გაუზომეს - რუსული მედია

30 ივნისი 2019, 10:42 8992 ნახვა

ბათუმიდან მოსკოვში ჩაფრენილი რეისის მგზავრებს აეროპორტში სიცხე გაუზომეს - ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემოწმების მიზანი, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ინფექციური დაავადების შეტანის თავიდან აცილება იყო. 

ბათუმი-მოსკოვის რეისის მგზავრები „როსპოტრებნადზორის“ სპეციალისტებმა გუშინ, 29 ივნისს შეამოწმეს.

სააგენტოს ინფორმაციით, მედიკოსებმა მგზავრები უკონტაქტო თერმომეტრის გამოყენებით შეამოწმეს და ერთ ბავშვს 38 გრადუსი სიცხე დაუდგინეს. ექიმებმა ბავშვს მწვავე ფარინგიტის დიაგნოზი დაუსვეს. მშობლებმა ბავშვის ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადეს.

გამოცემა წერს, რომ მგზავრები აეროპორტში დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში დააყოვნეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში