მეწყრული პროცესები განვითარდა  ქობულეთის   სოფელ ხალაში

30 ივნისი 2019, 12:37 1563 ნახვა

მეწყრული პროცესები განვითარდა  ქობულეთის   სოფელ ხალაში.  საფრთხე ათობით ოჯახს შეექმნა.   ძლიერი წვიმის გამო მიწის მასა ჩამოიშალა ჩაქვისთავის გზაზე   3  საცხოვრებელ სახლთან. ქობულეთის მერის ინფორმაციით, დამეწყრილი ოჯახების უსაფრთხო ადგილას გაყვანის საჭიროება არ არსებობს.

რაც შეეხება ზარალს - სალიკვიდაციო სამუშაოების შემდეგ  ზარალის  ოდენობას სპეციალური ჯგუფი დაითვლის.  ქობულეთის    მერიაში საგანგებო შტაბი ამოქმედდა. გაწმენიდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში