პროპორციული საარჩევნო სისტემა ნულოვანი ბარიერით

30 ივნისი 2019, 19:30 1495 ნახვა

ამ ეტაპზე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო კანონში ცვლილებების ინიციატივა ეკუთვნის როგორც უმრავლესობას, ასევე გაერთიანებულ ოპოზიციას.

ორ ვერსიას შორის ძირითადი განსხვავება ის არის, რომ უმრავლესობას სურს პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით, ოპონენტებს კი - სამპროცენტიანი ბარიერის პირობებში.  გაერთიანებული ოპოზიცია ითხოვს ბლოკების შექმნის შესაძლებლობას, რაც არ სურს მმართველ გუნდს. საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების პროცედურების დასრულების შემდეგ,  სესიაზე გატანამდე  საჯარო განხილვა გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში