ქაბულში აფეთქების დროს საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან - თავდაცვის სამინისტრო

01 ივლისი 2019, 12:39 1532 ნახვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქაბულში მომხდარი აფეთქების დროს საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან. უწყების ცნობით, ქართული დანაყოფები ბაზებზე რჩებიან და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. 

დღეს დილით, ავღანეთის დედაქალაქში დიპლომატიურ კვარტალში, თვითნაკეთი ბომბი აფეთქდა - არიან დაღუპულები.

ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტო, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, ქაბულში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ მიაწოდა. 

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში