საარჩევნო სისტემის ცვლილება - პროექტი პარლამენტის ბიუროს წარედგინა

02 ივლისი 2019, 10:06 1108 ნახვა

კონსტიტუციურ კანონში ცვლილებებამ, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს პარლამენტის ბიუროს უმრავლესობის 93 დეპუტატის ხელმოწერით წარედგინა.

კომიტეტი დეპუტატთა ხელმოწერებს ერთი კვირის ვადაში შეამოწმებს და შედეგებს ბიუროს წარუდგენს. ამის შემდეგ კი, პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის საკითხი დადგება და საჯარო განხილვების პროცესი დაიწყება.
 

პროექტის მიხედვით, ამოღებულია ჩანაწერი 3%-იან საარჩევნო ბარიერსა და ასევე, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე. ახალი ფორმურილებით, იმისათვის, რომ განისაზღვროს რამდენი მანდატი მიიღო პარტიამ, მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და ყველა პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობაზე გაიყოფა. მიღებული მთელი რიცხვი პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში