მგონი, ამათ მართლა მელია ვგონივარ - ნიკა მელია ელეტქრონულ სამაჯურზე

02 ივლისი 2019, 14:37 2881 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრი ნიკა მელია ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ გადაწყვეტილებაში ჩაამატა ის, რაც საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს არ გაახსენდა. უფრო კონკრეტულად კი  დეპუტატს ელექტრონული მონიტორინგისთვის სამაჯურის გაკეთება მოუწევს.

''მგონი, ამათ მართლა მელია ვგონივარ, ძაღლისებრთა ოჯახიდან, – უთხრა ჟურნალისტებს ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრმა. 

სააპელაციო სასამართლომ მელიას საქმეზე არც დაცვის და არც ბრალდების მხარის სარჩელი არ დააკმაყოფილა და საქალაქო სასამართლოს მიერ დაწესებული შეზღუდვები ძალაში დატოვა. მელიას დამატებითი აკრძალვები დაუწესეს.

''სამაჯური იქნება ან ხელზე, ან ფეხზე, მართლა არ ვხუმრობ. უხერხულია ძალიან. უბრალოდ ამ მოსამართლემ ჩაამატა ის, რაც არ გაახსენდა წინა მოსამართლეს, რადგან წინა მოსამართლე ხომ ამისთვის მზად არ იყო. წინა მოსამართლე იყო მზად, დავეპატიმრებინე. უბრალოდ, ძალიან სწრაფად შეიცვალა გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის თავში და ეს სამაჯური გამორჩა და ახლა დაამატეს,'' – განაცხადა მელიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში